вторник, 22 января 2013 г.


                                   ბუნების საოცრებები

ბუნების ზოგიერთი საოცრება ადამიანის მიერ შექმნილ საოცრებებს ბევრად  აღემატება. ბუნებრივი მოვლენები, ხშირად ისეთი მაშტაბისააა, რომ მათ ადამიანის საქმიანობა ვერც კი შეედრება. წყლის  ნაკადის უზომო ძალამ გამოქვაბულები, კანიონები და ჩანჩქერები შექმნა. პლატფორმები , რომლებიც დედამიწის ზედაპირს ქმნიან,ერთმანეთს ეჯახებოდა და ვულკანების ამოფრქვევა დიდი მთების გაჩენას იწვევდა. სიცოცხლის სხვადასხვა ფორმები, მარჯნის რიფებიდან დაწყებული ტროპიკული ტყეებით დამთავრებული, დედამიწის უზარმაზარ ტერიტორიებს ფარავს. ატმოსფეროსაც შეუძლია მომაჯადოებელი ეფექტების შექმნა, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში აოცებდა ადამიანს. გასაკვირი არაა, რომ ბუნების მრავალი საოცრება მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სანახაობების რიცხვს მიეკუთვნება.
ჩრდილოეთის ციალი
ცისარტყელა და მზის ჩასვლა ყველას უნახავს, მაგრამ ცოტა ვინმჯე თუ შესწრებია განსაცვიფრებელ ნათებას, რომელიც ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსების მახლობლად ჩნდება. კაშკაშა ფერების ელვარება გამოწვეულია გამოსხივებით, რომელიც ჩნდება მაშინ როდესაც მზის სხივებს მაგნიტური პოლუსები იზიდავს. ატმოსფერული დაბინძურების გამო უკანასკნელ წლებში ჩრდილოეთის ციალის ნახვა დღეს მხოლოდ დედამიწის უკიდურეს ჩრდილოეთში შეიძლება
ნიაგარის ჩანჩქერი
კანადისა და აშშ-ს საზღვართან მდებარე ამ საოცარი ჩანჩქერის სახელი ადგილობრივ მკვიდრთა ენაზე ,, მგრგვინავ წყალს” ნიშნავს. ამ ადგილას მდინარე ნიაგარა წუთში იმდენ წყალს ატარებს, რომ 150 ოლიმპიური საცურაო აუზის ავსება შეიძლებოდა. გოუთის კუნძულები წყლის დინებას კანადურ და უფრო მცირე ამერიკულ ჩანჩქერებად ჰყოფს.ეს ჩანჩქერები ტურისტებსა და თავგადასავლების მოყვარულებს იზიდავს. პირველად ჩანჩქერები 1859 წელს გადაკვეთა თოკზე მოსიარულე ჩარლზ ბლონდელმა, მას შემდეგ კიდევ რამდენიმე ადამიანი სპეციალური კონტეინერით მიყვა ჩანჩქერის დინებას.

ევერესტის მთა
მსოფლიოს უმაღლესი მთა,ევერესტი ნეპალისა და ტიბეტის გამყოფ ჰიმალაის ქედზე მდებარეობს. დაახლოებით 70 მილიონი წლის წინათ ის ზღვით იყო დაფარული, მაგრამ დედამიწის ზედაპირის შემადგენელი პლატფორმები ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც გაჩნდა მთების ჯგუფი, რომელიც დღესაც იზრდება. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემების თანახმად ევერესტის სიმაღლე 8850 მეტრია. პირველად მწვერვალზე ასვლა მხოლოდ 1953 წელს შეძლეს ედმუნდ ჰილარიმ და თენსინგ ნორგეიმ.

დიდი კანიონი
ხუთი მილიონი ადამიანი, რომელიც ყოველწლიურად დიდი კანიონის სანახავად მოდის. კანიონი,რომელიც ჩრდილო-დასავლეთ არიზონაში მდებარეობს, სიგრძეში 446 კილომეტრს, სიგანეში კი დაახლოებით 16 კილომეტრს აღწევს. მის ფსკერზე მძლავრი მდინარე კოლორადო მიედინება, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში ჭრიდა კალაპოტს კლდეებს შორის. კანიონის ფორმირებაში წვიმა და წყალქვეშა დინებებიც იღებდნენ მონაწილეობას. კანიონის ფსკერის გრანიტის ქვების ასაკი ორ მილიონ წელიწადს ითვლის.

კარლსბადის გამოქვაბულები
ნიუ-მექსიკოში მდებარე გვადალუპეს მთები კარლსბადის გამოქვაბულის სამშობლოა. მჟავანარევმა წყალმა კირქვის კლდეში დერეფნებისა და დარბაზების უზარმაზარი ქსელი შექმნა. მსოფლიოს უდიდესი გამოქვაბულია , რომლის სიგრძე 610 მეტრს, სიგანე 335 მეტრს აღწევს. საუკუნეების განმავლობაში მინერალებით სავსე წყალი მრავალფეროვან ნაგებობეს ქმნიდა, რომელთა შორისაა სტალაგმიტები და სტალაქტიტები, რომლებიც წყლის დაცემისა და აორთქლების შედეგად ჩნდება და მინერლური ნალექისაგან შედგება.



დიდი ბარიერული რიფი
ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფი მსოფლიოში უდიდესი მარჯნის რიფი და, ამავე დროს, უდიდესი ბიოლოგიური სტრუქტურაა. ის ქუინსლენდის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს და სიგრძეში 2000 კილომეტრს აღწევს. ბარიერული რიფი 2900 ცალკეულ რიფს, 300 პატარა კუნძულს და 210 კუნძულს შეიცავს და 400 სახეობის მარჯნისაგან შედგება. რიფი მილიონობით წლების განმავლობაში შენდებოდა მარჯნის პოლიპებად წოდებული ზღვის არსებების ჩონჩხებისაგან.


ულურუ
ავსტრალიის ჩრდილოეთით მდებარე ულურუ მსოფლიოში უდიდესი კლდოვანი წარმონაქმნია, რომელიც წვიიმის წყლის ნაკადებითაა დაღარული. მისი სიგრძე 3.6 კილომეტრია, სიგანე კი – 2 კილომეტრი. დღიით ის ფერს იცვლის იმის მიხედვით, თუ რომელი მინერალები ირეკლავს მზის სხივებს, და განსაკუთრებით ლამაზი სანახავია მზის ჩასვლისას, მას მოწითალო-ნარინჯისფერი დაჰკრავს, რითაც ის გიგანტურ ნაკვერჩხალს ემსგავსება. ულურუ წმინდა ადგილია ადგილობრ მკვიდრთათვის.


                   შავი  ხვრელი

შავი ხვრელი — არე სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, არ ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა მისი მოქმედების არეალში მოხვდრისას. შავი ხვრელი სავარაუდოდ წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გიგანტური ვარსკვლავიამოწურავს მთელ თავის ენერგიას და კვდომას იწყებს.
ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, იგი საკუთარი მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით იწყებს შეკუმშვას და როდესაც მიაღწევს შეკუმშვის პიკს, ხდება რაღაც აფეთქებისმაგვარი მოვლენა, რის შემდეგაც ეს ვარსკვლავი ჩაქრება, ხოლო მისი გრავიტაცია იმ ზომამდე გაიზრდება, რომ იგი დაიწყებს ყველაფრის შესრუტვას — სინათლის ჩათვლით. სწორედ ამ თვისებიდან გამომდინარეობს ამ ობიექტის სახელი — „შავი ხვრელი“, ანუ სხეული, რომელსაც სინათლეც კი ვერ უსხლტება და უხილავი ხდება.
არსებობს მრავალი კოსმოსური ობიექტი, რომლის დანახვაც ადამიანის თვალით შეიძლება —ვარსკვლავებინისლეულებიპლანეტები. მაგრამ სამყაროს უმეტესი ნაწილი უხილავია, მათ შორის უხილავია „შავი ხვრელებიც“. 

  პირველად ამგვარი ობიექტების არსებობა იწინასწარმეტყველა ფრანგმა მეცნიერმა (მათემატიკოსმა) პიერ ლაპლასმა 1796 წელს. მან აღნიშნა, რომ ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონის შესაბამისად, ციური სხეული საკმარისად ძლიერი მიზიდულობის ძალით არ მისცემდა საშუალებას არაფერს, სინათლესაც კი, რომ მას გასხლტომოდა, ამიტომაც ის უნდა გამხდარიყო აბსოლუტურად უხილავი, ანუ „შავი ხვრელი“.
1939 წელს მეცნიერთა ჯგუფმა რობერტ ოპენჰაიმერის (იგი შემდგომში ატომური ბომბის მამა გახდა) მეთაურობით დაამტკიცა, რომ ანალოგიური დასკვნა შეგვეძლო გამოგვეტანა ა. აინშტაინის ფარდობითობის თეორიიდანაცალბერტ აინშტაინი ფიქრობდა რომ ენერგიასა და მატერიას შორის უნდა ყოფილიყო კავშირი და ამიტომ მან ჩამოაყალიბა ფარდობითობის თეორია
 XX საუკუნის შუა ხანებამდე თვლიდნენ, რომ რადგანაც „შავი ხვრელები“ უხილავი იყო, მათი აღმოჩენა შეუძლებელი იყო, მაგრამ 1968 წელს რადიოასტრონომებმა კემბრიჯიდან აღმოაჩინეს ნეიტრონული ვარსკვლავები, რომლებიც წარმოადგენდნენ ციურ სხეულებს მატერიის ისეთი დიდი კონცენტრაციით, რომ ასეთი ვარსკვლავის ნივთიერების ლობიოს მარცვლისხელა ნატეხის წონა 1 მლნ ტონას მიაღწევდა. არსებობს მოსაზრება, რომ „შავი ხვრელებიც“ და ნეიტრონული ვარსკვლავებიც ერთნაირი გზით წარმოიქმნენ — დიდი ვარსკვლავების სიკვდილის შედეგად.
ვარსკვლავებს, ადამიანების მსგავსად, აქვს საკუთარი სიცოცხლის ციკლი. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მნათობი, რომელიც ჩვენს მზეს მასით ათეულობით და ზოგჯერ ასეულობითაც კი აჭარბებს (მზის მასა კი დედამიწისაზე 333 ათასჯერ დიდია), თავისი არსებობის ბოლო სტადიაში, მანამ, სანამ ის საბოლოოდ ჩაქრება, მოკლე დროით გადაიქცევა ზეახალ ვარსკვლავად: ის ფეთქდება და გარშემო ყრის სხვადასხვა ნივთიერებათა ნატეხებს. ერთი დღის განმავლობაში ზეახალი ვარსკვლავიგამოასხივებს იმდენ ენერგიას, რამდენსაც გამოასხივებდა მზე 1 მლრდ წლის განმავლობაში, ხოლო მისი გარსის ნივთიერება სივრცეში უზარმაზარი სიჩქარით — 10 000 კმ/წმ განიბნევა. ის, რაც აფეთქების შემდეგ რჩება, შეიძლება შეიკუმშოს თავისივე მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით და გარდაიქმნეს ნეიტრონულ ვარსკვლავად. მაგრამ თუ აფეთქების ნარჩენი საკმაოდ დიდია, და როგორც მინიმუმი სამჯერ აღემატება ჩვენი მზის მასას, მაშინ შეკუმშვა შეიძლება იმდენად ძლიერი აღმოჩნდეს, რომ ყოფილი ვარსკვლავი „შავ ხვრელად“ გადაიქცეს.

მეცნიერთა მოსაზრებით მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში 100 მლნ-ზე მეტი შავი ხვრელია და თითოეული მათგანი შორეულ წარსულში აფეთქებული გიგანტური ვარსკვლავის ნარჩენს წარმოადგენს. ამ „შავი ხვრელების“ მასა კოლოსალური, მზისაზე ბევრჯერ დიდი უნდა იყოს, რადგან ის ისრუტავს ყველაფერს, რაც კი მის გვერდით მოხვდება — ვარსკვლავთშორის აირებსაც და ნებისმიერ სხვა კოსმიურ ნივთიერებასა თუ სხეულს.
ასტრონომები თვლიან, რომ სამყაროს მასის უმეტესი ნაწილი სწორედ „შავ ხვრელებში“ იმალება. მათ არსებობას მხოლოდ რენტგენული გამოსხივება ადასტურებს, რომლებიც კოსმოსის ზოგიერთ ადგილებში შეინიშნება, იქ, სადაც არც ოპტიკური და არც რადიოტელესკოპით არაფრის დანახვა არ შეიძლება.
მაგრამ თუ „შავი ხვრელები“ უხილავია, როგორ შეიძლება მათი აღმოჩენა? პროფესორ სტივენ ჰოკინგს, XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს ერთი იდეა დაებადა. „შავი ხვრელები“, მისი აზრით, არც ისე შავია. გარკვეულ პირობებში ისინი გარემომცველ სივრცეში უნდა უშვებდნენ ნაწილაკებს. მათი გამოშვებით „შავი ხვრელები“ თანდათან კარგავენ თავიანთ ენერგიას და ზომაში შემცირებისას შეიძლება აფეთქდნენ კიდეც. ამ მოვლენას „ჰოკინგის რადიაციას“ უწოდებენ და ასტროფიზიკოსებისაზრით მისი ექსპერიმენტულად დაფიქსირება შესაძლებელია. 1971 წელს თანამგზავრის დახმარებით გედის თანავარსკვლავედში აღმოჩენილ იქნა რენტგენული გამოსხივების წყარო, რომლის გარშემო თავის ორბიტაზე უდიდესი ცისფერი ვარსკვლავი ბრუნავდა. არაფერი განსაკუთრებული ამ ორმაგ ვარსკვლავში არ იყო, გარდა ერთისა — მათი გამოსხივება ძალზე დიდი იყო — იგი 10-ჯერ აჭარბებდა მზისას. მაშინ რა იყო ეს? შავი ხვრელი? ე. ი. შავი ხვრელებიც შეიძლება წარმოადგენდნენ ორმაგი სისტემის ნაწილს — ისინიც შეიძლება იყვნენ ჩვეულებრივი ვარსკვლავების „თანამგზავრები“.
ამ აღმოჩენას ბევრი სხვა აღმოჩენაც მოყვა. დამკვირვებლებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ გალაქტიკა M87-ში ძალიან გაიზარდა ცენტრისკენ მდებარე ვარსკვლავების სიკაშკაშე. ამ წერტილს დაუმიზნეს ორბიტალური ტელესკოპი „ჰაბლი“. მიღებულ სურათებზე მეცნიერებმა დაინახეს რაღაც, რომელიც ნიჟარის ხვრელში ჩამავალი საპნიანი წყლის პატარა მორევს ჰგავდა. ოღონდ ცის მორევში წყლის მაგივრად ვარსკვლავთშორისი აირები ტრიალებდა.
ტელესკოპის სპექტროგრაფმა გაზომა მორევის ტრიალის სიჩქარე. ის განმაცვიფრებელი იყო — 1 920 000 კმ/სთ. ამ მონაცემის მიხედვით ასტრონომებმა თავისუფლად გამოთვალეს შავი ხვრელის მიზიდულობის ძალაც და მასაც. აღმოჩნდა, რომ მისი მასა უდრიდა 3 მილიარდ ერთად აღებული მზის მასას!
ტელესკოპ „ჰაბლისა“ და სხვა ორი ძლიერი ტელესკოპის (ჰავაის კუნძულებზე) დახმარებით მოხდა შემდეგი აღმოჩენები: ყველა გალაქტიკას, მათ შორის ჩვენს „ირმის ნახტომსაც“, აქვს თავისი შავი ხვრელი. იგი მის ცენტრში მდებარეობს და მისი მასა თვით გალაქტიკის მასის პროპორციულია.
ამათ გარდა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არსებობს მკაფიო საზღვარი, რომელიც გარშემო აკრავს შავ ხვრელს. სივრცეში მფრინავი სხეული შეიძლება მოხვდეს ამ საზღვარს მიღმა, ასეთ შემთხვევაში მას უკან ვერავინ და ვერაფერი დააბრუნებს — იგი საბოლოოდ შავი ხვრელის მსხვერპლი გახდება. ამ საზღვარს „მოვლენების ჰორიზონტს“ უწოდებენ, ალბათ იმიტომ, რომ მის, ისევე როგორც ნამდვილი ჰორიზონტის მიღმა არანაირი მოვლენის დაფიქსირება არ შეიძლება.
დღეს მეცნიერებისთვის ცნობილია, რომ არსებობს, როგორც მინიმუმ, ორი სახის შავი ხვრელები — ვარსკვლავური და გალაქტიკური. ვარსკვლავური შედარებით პატარაა; ასეთი ხვრელი წარმოიქმნება მას შემდეგ, რაც ვარსკვლავი, ჩვენს მზეზე დაახლოებით 50-ჯერ დიდი, ამოწურავს თავის საწვავს, გადააგდებს თავის გარსს და შეიკუმშება დაახლოებით 15-20 კმ დიამეტრის მქონე სფეროდ. გალაქტიკური შავი ხვრელები მილიარდობით უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი მზე. ის გალაქტიკის ცენტრში იმალება და სამყაროს თითქმის მთელი ისტორიის თვითმხილველია.
დღეისათვის აღმოჩენილია 11 გალაქტიკური შავი ხვრელი, რომელთა მასაც ჩვენი მზის მასის 2 მლნ-დან 1 მლრდ-მდე მერყეობს.
ფანტასტები და ზოგიერთი თეორეტიკოსები თვლიან, რომ „შავი ხვრელიდან“ შეიძლება სხვა განზომილებაში გადასვლა, სადაც შინაგანი ხდება გარეგანი, პირდაპირი — ირიბი და ა. შ. ზოგის აზრით, კი „შავი ხვრელებით“ დროში მოგზაურობაც კი შეიძლება.
მეცნიერები დღეს უკვე ფიქრობენ, თუ როგორ გამოიყენონ „შავი ხვრელების“ უზარმაზარი გრავიტაციული შესაძლებლობები კაცობრიობის სასარგებლოდ, მაგრამ მათი იდეები ჯერჯერობით მხოლოდ ახალი ფანტასტიკური ფილმის სცენარად თუ გამოდგება.
       10 ყველაზე გასაოცარი ხე მსოფლიოში…













              ტროვანტები''ცოცხალი ქვები''

რუმინეთის სამხრეთით, ქალაქების მოშორებით საოცარი ქვები იზრდება.ადგილობრივ-მა მაცხოვრებლებმა მათ სახელიც კი შეურჩიეს-ტროვანტები. მათ არამხოლოდ გაზრდის, არამედ გამრავლების უნარიც აქვთ. ახალგაზრდა ქვები განსაკუთრებით სწრაფად იზრდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ქვები ზრდას ანელებენ და შეუმჩნევლად იზრდებიან. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ტროვანტები სოკოებივით არიან. ისინი წვიმის შემდეგ იზრდებიან. მიუხედავად ამ უცნაური ქვებისა გეოლოგები არ ჩქარობენ მათ საოცრებად მონათვლას. ქვების ზრდას ისინი მათში შემავალ მინერალურ მარილებს აბრალებენ. წვიმის დროს, მარილები სველდება და ქვის ფართობს ზრდის.  მართალია გეოლოგები მეცნიერულად ხსნიან ქვების ზრდის პროცესს, თუმცა ისინი უძლურნი არიან გამრავლების მოვლენა ახსნან. ამრიგად, ტროვანტები დღემდე ამოუცნობ ობიექტებად რჩებიან.
რამდენიმე ტროვანტს კიდევ ერთი ფანტასტიური თვისება აღენიშნება. ისინი ძალიან ნელა, თუმცა მაინც იცვლიან ადგილსამყოფელს.